BETERA OFFICE

საზოგადოებრივი სივრცის დიზაინი

პროექტის აღწერა

ამ ორსართულიანი ოფისის მთავარი თავისებურება ისაა, რომ შენობის ფასადები მთლიანად მინისაა და ჩვენ ოფისის თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილები უნდა მოგვეწყო ფანჯრების გასწვრივ.

ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სხვადასხვა განყოფილება და შემადგენლობაა, და ყოველი მათგანისათვის მნიშვნელოვანია მყუდრო სამუშაო გარემოს არსებობა. ამიტომ, გეგმარება გამოდიოდა უფრო კაბინეტური, ვიდრე გახსნილი. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ჩვენ ყველა კაბინეტი გავაკეთეთ მინის ტიხრებით და მეტი სიმყუდროვისათვის მათზე დავამაგრეთ ფარდა-ჟალუზები.

სამუშაო სივრცის ორგანიზების გარდა, ჩვენ, ასევე, დიდი ყურადღება დავუთმეთ თანამშრომელთა დასვენების ზონების მოწყობას: ყველა ბლოკში გვაქვს ბევრი სხვადასხვა ფუნქციის სარეკრეაციო ზონა, და ამასთანავე, თითოეულ მათგანში შესაძლებელია სურვილისამებრ სიტუაციების შეცვლა. მაგალითად, არის დასვენებისა და გართობის ზონა, სადაც თანამშრომლებისათვის შესაძლებელია კომპიუტერული თამაშებით გართობა. ეს სივრცე ასევე შესაძლებელია იქცეს მარკეტინგის განყოფილების თანამშრომელთათვის ორიგინალურ სივრცედ ფოტოსესიის მოსაწყობად.

ამრიგად, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და დამკვეთის კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა თანამედროვე ტრივიალური საოფისე სივრცე, რომელიც ერთდროულად თან გახსნილია, თან ინდივიდუალური, და რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ იგი სურვილისა და საჭიროების შესაბამისად.

  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE
  • BETERA OFFICE

მე-11 სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა

მე-12 სართულის გეგმა

მეორე სართულის გეგმა


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე