ამ სახლის მომავალი პატრონებისაგან მივიღეთ დაკვეთა, რომ სახლი ყოფილიყო მაქსიმალურად ლაკონური, ღია ფერის ინტერიერით და მასში მინიმალურად გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალით. ეს იმასათვის, რომ სივრცე არ გადატვირთულიყო და სახლის არქიტექტურულ ფორმაზე გამახვილებულიყო ძირითადი ყურადღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით მთელი ინტერიერი ერთ სტილში, სადაც სხვადასხვა ფუნქციური ზონები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.
ამგვარად, ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ უბრალო ელემენტებზე. ისეთზე, როგორიცაა დივანი. იგი ოთახში განვათავსეთ იმგვარად, რომ ოთხივე მხრიდან ქონდეს ხედვის არეალი გახსნილი. მაგალითად, წიგნის წაკითხვისას, ერთი მხრიდან ხედი გადიოდეს ტერასაზე, ან ფილმის ყურებისას შესაძლებელი იყოს ურთიერთობა სამზარეულოში მყოფ ადამიანთან და ამგვარი სხვადასხვა სიტუაცია. დივანი, როგორც მისაღები ოთახის ცენტრი, ინტერიერის მთავარი დეტალია და გამოირჩევა როგორც ფერით, ასევე ფორმით და როგორც აქცენტს, მას ერთგვარად ამყარებს დიდი რბილი ხალიჩა.
ოთახში მაღალი ჭერის არსებობამ საშუალება მოგვცა სავარძლის თავზე განგვეთავსებინა საავტორო ნამუშევრი, ნაჭრისგან შექმნილი დიდი ჭაღი, რომელიც ქმნის და ხაზს უსვამს ინტერიერში სივრცის სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას. ხოლო, განათების ტიპის დარეგულირების შესაძლებლობით შევძელით, მოდუნებისა და სიმშვიდის ეფექტის მიღწევა.
გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები