ეს არის დახურული ტერიტორია ღობეების გარეშე, საკუთარი რეკრეაციული ზონითა და ფერწერული ლანდშაფტით. აქ ყველაფერია რაც სჭირდება ადამიანს ქალაქგარეთ კომფორტულად ცხოვრებისათვის, აქ გაერთიანებულია ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრების იდეა.
პროექტის მთავარი იდეაა მონღოლეთის დედაქალაქიდან ერთი სავალის მანძილზე შეიქმნას მცირე საკლუბო დასახლება. სახლები დასახლებაში გათვლილია სხვადასხვა ინტერესების ახალგაზრდა ოჯახებისათვის: ორი, სამი, ოთხი საცხოვრებელი ოთახით. ყველა ოჯახისთვის მოიძებნება სახლი, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
დასახლების პროექტირებისას მნიშვნელოვანია ინდივიდუალურობისა და სიმყუდროვის გათვალისწინება, რომელიც მიიღწევა სახლების განლაგებით ერთმანეთის მიმართ, ამაში რელიეფიც გვიწყობს ხელს. გენგეგმაზე სახლები განსაზღვრული მანძილებითაა ერთმანეთის მიმართ განლაგებული, იმისატვის რომ შენარჩუნებულიყო ხედვის მნიშვნელოვანი რაკურსები. ამასთანავე, თითოეული სახლის ორიენტაცია მიმართულია რელიეფისა და ხედის მთავარი ღერძებისაკენ.
ვინაიდან თავად ფერდობს აქვს სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულება, ნაკვეთებზე სახლები ისე დავაგეგმარეთ, რომ თითოეული მათგანი იდეალურად ეწერება ბორცვების, მთებისა და მზის წარმოუდგენელად ლამაზ ხედებში.
პირობითი ნიშნები
|
სახლი, ტიპი 1 |
|
სახლი, ტიპი 2 |
|
სახლი, ტიპი 3 |
|
გზები |
|
რეკრეაციული ზონა |
|
ტექნიკური ზონა |
|
ტალვეგი |
ნაკვეთის რთული რელიეფი ჩვენი დასახლების სახასიათო ნიშანია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ. გამომდინარე იქიდან, რომ სახლებს გააჩნიათ დიდი რაოდენობის შემინვა და პანორამული ფანჯრები, მნიშვნელოვანი იყო ფერდზე მათი განთავსება იმგვარად, რომ ფანჯრებიდან ხედები ყოფილიყო გამწვანებისა და ულამაზესი პეიზაჟებისაკენ მიმართული. ამასთანავე, სატრანსპორტო კვანძები იმგვარადაა გადაწყვეტილი, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს დასახლების მაცხოვრებელთა კომფორტული გადაადგილება.
ტერიტორიის მცირე ზომიდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ ქუჩების ორი ტიპი: ცენტრალური გზა და მეორეხარისხოვანი გზები 4 და 6 მეტრის სიგანის. ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილია სპეციალურად მოწყობილი გამწვანებული ე.წ. „კუნძულებით“, რომლებიც, ესთეტიკურთან ერთად, ხმის ჩამხშობ და ეკოლოგიურ ფუნქციასაც ასრულებენ.
ამ დასახლების პროექტირებისას ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი თემა იყო მკვეთრად კონტინენტური კლიმატი: ძალიან ცხელი ზაფხულის და ძალიან ცივი ზამთრის თვეები. ამიტომ, გადახურების საკითხი ისეთივე აქტუალურია, როგორც გადაციების. ეს საკითხი გავითვალისწინეთ, როგორც არქიტექტურული იერ-სახის, ასევე კონსტრუქციების სისტემის გადაწყვეტისას და საბოლოო ჯამში შევიმუშავეთ 3 ტიპის სახლი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ ზომებითა და ოთახების რაოდენობით, არამედ, რელიეფზე განთავსების ხერხითაც.
საერთო კონცეფციის ფარგლებში ჩვენ ავარჩიეთ მაქსიმალურად სადა და ბუნებრივი მასალები, იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო გარემოს ბუნებრივი კონტექსტი და მასში ბუნებრივად შერწყმული ყოფილიყო დასახლების ინფრასტრუქტურა.
პროექტის ძირითადი მასალაა ბეტონი: მშვიდი, საიმედო და ერთგვარად, კლდის ფაქტურაში გარდამავალი. ტერასებსა და შესასვლელებში, ვიყენებთ ხეს, ბუნებრივ თბილ მასალას. ანტრაციტი გამოყენებულია ერთგვარ ფონად და ეს ყველაფერი ერთად ხელს უწყობს უფრო გამომსახველობითი არქიტექტურული იერის შექმნას.
დასახლებების პროექტირებისას ცალკე ადგილი უკავია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამოთვლებს. ტერიტორიის ბალანსის ფორმირებით, ჩვენ პირობითად ვყოფთ ნაკვეთს პროცენტულად მისი ფუნქციონალური შინაარსის მიხედვით და სამომავლოდ ვამზადებთ ეკონომიკური მოდელის რამდენიმე ვარიანტს მომხმარებლისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის.
25 607 კვ.მ
4 393 კვ.მ
1500 კვ.მ
სახლების ტიპები |
1 |
2 |
3 |
ჯამი |
ერთეულის საერთო ფართი (კვ.მ) |
130 |
180 |
220 |
|
რაოდენობა |
11 |
5 |
5 |
|
საერთო ფართი (კვ.მ) |
1430 |
900 |
1100 |
3430 |
სახლის თვითღირებულება 1 კვ.მ ($) |
800 |
800 |
750 |
|
ერთეულის თვითღირებულების ჯამი ($) |
104 000 |
144 000 |
165 000 |
|
თვითღირებულების ჯამი ($) |
1 144 000 |
720 000 |
825 000 |
2 689 000 |
1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება ($) |
2000 |
2000 |
1800 |
|
ერთეულის ჯამური ღირებულება ($) |
260 000 |
360 000 |
396 000 |
|
საერთო ფასი ($) |
2 860 000 |
1 800 000 |
1 980 000 |
6 640 000 |
სახლების ტიპები |
1 |
2 |
3 |
ჯამი |
ერთეულის საერთო ფართი (კვ.მ) |
130 |
180 |
220 |
|
რაოდენობა |
15 |
8 |
3 |
|
საერთო ფართი (კვ.მ) |
1950 |
1440 |
660 |
4050 |
თვითღირებულება 1 კვ.მ-ზე ($) |
800 |
800 |
750 |
|
ერთეულის ჯამური თვითღირებულება ($) |
104 000 |
144 000 |
165 000 |
|
თვითღირებულების საერთო ჯამი ($) |
1 560 000 |
1 152 000 |
495 000 |
3 207 000 |
1 კვ.მ-ის ღირებულება ($) |
2000 |
2000 |
1800 |
|
ერთეულის ჯამური ღირებულოება ($) |
260 000 |
360 000 |
396 000 |
|
ჯამური ღირებულება ($) |
3 900 000 |
2 880 000 |
1 188 000 |
7 968 000 |
ამ ტიპის სახლის დამახასიათებელი ნიშანია ყველა სათავსოს ერთ სართულზე განლაგება. ასევე, მთავარი შესასვლელი სახლის უკანა ფასადიდანაა. ხოლო, მთავარი, წინა ფასადი რელიეფზეა გადმოკიდებული. ყველა საცხოვრებელი ოთახის ორიენტაცია მიმართულია პერსპექტიული ხედების მიმართულებით, რომლებიც იშლება წინა შემინული პანორამული ფასადიდან.
1. |
სასადილო |
37 კვ.მ |
2. |
სამრეცხაო |
4 კვ.მ |
3. |
საქვაბე ოთახი |
6 კვ.მ |
4. |
ავტოფარეხი |
48 კვ.მ |
5. |
საკუჭნაო |
4 კვ.მ |
6. |
სანკვანძი |
5 კვ.მ |
7. |
საძინებელი |
15 კვ.მ |
8. |
სანკვანძი |
5 კვ.მ |
9. |
საძინებელი |
13 კვ.მ |
10. |
სასტუმრო ოთახი |
18 კვ.მ |
11. |
ჰოლი |
14 კვ.მ |
12. |
დერეფანი |
4 კვ.მ |
სულ |
173 კვ.მ |
გაყინვისაგან დაცვის მიზნით სახლი შევდგით ხიმინჯებზე, ხოლო მზიანი ზაფხულის დღეებში სახლს გადახურებისგან დაიცავს მთელ პერიმეტრზე გადმოწეული ელემენტები. ამრიგად, კლიმატის სპეციფიკის დამსახურებით, ჩამოვაყალიბეთ საინტერესო არქიტექტურული გამომსახველობითი იერი.
ეს სახლი, პირველი ტიპის სახლებისაგან განსხვავებით, ორსართულიანია და გაყოფილია ორ, ტექნიკურ და საცხოვრებელ ბლოკებად. საცხოვრებელი ბლოკი აწეულია ქუჩისა და მეზობლად მდგარი სახლების დონიდან, რაც, ყველა ძირითადი სათავსოდან გარემომცველ პეიზაჟზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.
1. |
ჰოლი |
18 კვ.მ |
2. |
საქვაბე ოთახი |
9 კვ.მ |
3. |
სამრეცხაო |
11 კვ.მ |
4. |
სანკვანძი |
5 კვ.მ |
5. |
ავტოფარეხი |
48 კვ.მ |
სულ |
91 კვ.მ |
1. |
სასადილო |
34 კვ.მ |
2. |
სამზარეულო |
13 კვ.მ |
3. |
სასტუმრო ოთახი |
29 კვ.მ |
4. |
დერეფანი |
5 კვ.მ |
5. |
კაბინეტი |
14 კვ.მ |
6. |
სააბაზანო |
6 კვ.მ |
7. |
საძინებელი |
23 კვ.მ |
8. |
საძინებელი |
20 კვ.მ |
9. |
სააბაზანო |
6 კვ.მ |
სულ |
150 კვ.მ |
საერთო ზონის მთელ პერიმეტრზე ჩვენ დავამონტაჟეთ გადახურვები, რომლებიც ფარავს ტერასას და ზაფხულში ბლოკავს მზის პირდაპირ სხივებს. საოჯახო საძინებელი დაფარულია ფასადის ჟალუზებით, რომლებიც შეგიძლიათ გახსნათ და დატკბეთ ხედით.
მესამე ტიპის სახლები პირველი ორისაგან განსხვავდება იმით, რომ პირველმა სართულმა შეიძინა საცხოვრებელი ფუნქცია. აქ, ავტოფარეხისა და შესასვლელის გარდა, ვხვდებით საძინებელს საკუთარი სანკვანძით და კაბინეტს. სახლის ცენტრალური შესასვლელი ქვედა სართულზეა. ამიტომ, ძირითადი საცხოვრებელი სათავსებიდან მეორე სართულზე, არაჩვეულებრივი ხედები იშლება.
1. |
ჰოლი |
14 კვ.მ |
2. |
საგარდერობე |
5 კვ.მ |
3. |
სანკვანძი |
7 კვ.მ |
4. |
სამრეცხაო |
6 კვ.მ |
5. |
საქვაბე ოთახი |
6 კვ.მ |
6. |
საძინებელი |
17 კვ.მ |
7. |
ავტოფარეხი |
48 კვ.მ |
ჯამი |
102 კვ.მ |
1. |
სასადილო |
56 კვ.მ |
2. |
სასტუმრო ოთახი |
29 კვ.მ |
3. |
საძინებელი |
19 კვ.მ |
4. |
საძინებელი |
16 კვ.მ |
5. |
ოთახი |
6 კვ.მ |
6. |
ოთახი |
6 კვ.მ |
7. |
ოთახი |
4 კვ.მ |
8. |
ოთახი |
5 კვ.მ |
სულ |
146 კვ.მ |
სახლს ფასადის მთელ პერიმეტრზე აქვს ფართო საჩრდილობლები, რომლებიც ზაფხულში შენობას გადახურებისგან იცავს, ზამთარში კი, როდესაც მზე დაბლაა, საშუალებას აძლევს მზის სხივებს შევიდეს ოთახებში დამატებითი გათბობისთვის.
იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები