პროექტის აღწერა
წარმოგიდგენთ მონღოლეთში ჩვენი დასახლების კიდევ ერთი სახლის პროექტის ვარიანტს და აი, საინტერესო ფაქტები მის შესახებ:
- მზისგან დამცავი დაკიდებული ფართო საჩრდილობლები, რომლებიც ყველა საცხოვრებელი სახლის მთელ პერიმეტრზეა დამონტაჟებული, იცავს მათ ზაფხულში მწველი მზისგან გადახურებისაგან. ხოლო, ზამთარში, როდესაც მზე იმყოფება დაბლა, ხელს უწყობს მის სხივებს დამატებით გაათბოს კედლები.
- ამ ტიპის სახლში, დასახლების სხვა ტიპის სახლებისგან განსხვავებით, პირველი სართული ატარებს საცხოვრებელ ფუნქციასაც. მასში, ავტოფარეხისა და შესასვლელი ზონების გარდა, განთავსებულია საძინებელი ოთახი საკუთარი სანკვანძითა და კაბინეტი.
- სახლის შესასვლელიც და გამოსასვლელიც მდებარეობს პირველ სართულზე. ამგვარად, მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ფუნქციის სათავსებიდან მაქსიმალურად აღიქმება სახლის მიმდებარედ გადაშლილი ხედები.