პროექტის აღწერა

ამ სახლის, რომელიც მდებარეობს ქალაქ რიგის გარეუბანში, პროექტზე მუშაობის დროს ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვენარჩუნებინა არსებული თვალწარმტაცად ფერწერული ტყე და მაქსიმალურად მოგვეხერხებინა სახლის შერწყმა არსებულ ბუნებრივ გარემოსთან. არქიტექტურისა და ბუნების ერთმანეთთან ჰარმონიული შეხამება მოვახერხეთ მეთოდით, რომლის გამოყენებითაც გონივრულად განვათავსეთ სახლი არსებული მიწის ნაკვეთზე, რომლის რელიეფი გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული თავისებურებებით. ასევე, აღნიშნული ხერხის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მოსაპირკეთებლად გამოვიყენეთ თბილი ნატურალური მასალები.

გეგმაზე შეინიშნება ორი, გაგმარებითი და ხედვის ღერძი, ხოლო, თვითონ სახლი შედგება რამდენიმე ფუნქციური ბლოკისაგან, რომლებიც თითქოს ღერძებზეა „ჩამოკიდებული“ და ქმნიან დიდი მისაღები ოთახის სივრცეს სახლის ცენტრში.

შემდგომში დაგეგმილია პროექტის გაფართოვება და მასში ჩართული იქნება ბუნებრივი ინფრასტრუქტურა, მცირე ზომის ჩაის სახლი და აბანო საკუთარი საზაფხულო სამზარეულოთი.

პირველი სართულის გეგმა

პირველი სართულის გეგმა
გეგმის ექსპლიკაცია


პროექტის გაზიარება

გააზიარეთ პროექტი, რომელიც მოგეწონათ!


ჩვენი პროექტები

იხილე ჩვენი ნამუშევრები და ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული პროექტები

დაგვეკონტაქტეთ

და ჩვენ გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე